Monday, June 11, 2012

პრესრელიზი


პრესრელიზი

 ჯგუფი ”არტ-გენი”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია, წარმოგიდგენთ ფესტივალს ”არტ-გენი 2012”, რომელიც უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება. წელს დაგეგმილია ფესტივალის 5 რეგიონალური ტური და მისი შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი თბილისში.
ამა წლის ივლისის დასაწყისიდან ფესტივალი „არტ–გენი 2012“ სტარტს აიღებს კახეთში („ყვარლის ტბა’’), შემდეგ ტური გაგრძელდება ზუგდიდში (ბოტანიკური ბაღი), იმერეთში (წყალტუბო), გურიაში (ჩოხატაური). რეგიონალური ტური დასრულდება ქ. ფოთში (მალთაყვას ტყე–პარკი).
21ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად გაიმართება თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან. ასევე, წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვ)
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

No comments:

Post a Comment